суббота, 18 января 2014 г.

               ტრენინგის ამსახველი დღეები 
   ყველა სიკეთიდან, რომელთაც ცხოვრება სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა... ზუსტად არავინ იცის, როდის იბადება მეგობრობა... 
      როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს მას, აქაც, სათნოებათა წყებაში, ვხვდებით ადამიანებს, რომიც გულებს პირთამდე გვივსებენ... ასე იბადება ენით უთქმელი გრძნობა, წმინდა სიყვარული, რომელსაც მეგობრობა ჰქვია…   


       მეგობრები ის ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ ცხოვრების გზაზე მეგზურად, რათა ეს გზა უფრო ადვილად სავალი გახდეს… ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით იქნებიან და სიცოცხლეს გაგვილამაზებენ…



გმადლობთ თქვენ უფროსო მეგობრებო თუ კოლეგებო, სწორედ ერღად დგომით და ურთირეთ-თანადგომით ვართ ძლიერნი.



































მადლობა… მადლობა უფალო, რომ ასეთი მეგობრები მაჩუქე… მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედით… მე თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ… ♥ ♥ ♥

воскресенье, 17 ноября 2013 г.

თეა კოკაიას პროექტის პორტფოლიო
 პროექტის სანახავად იხილეთ ბმული
                       სწავლების მეცხრე დღე
   დილა  მშვიდობისა  ოლეგებოოოო, წარმატებულ დღეს გისურებთ.
    დღეს პროექტებით სწავლებას ვასრულებთ, განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთმანეთის პორტფოლიო. 
     ძალიან მომენატრება ეს დღეები.იყო  შიში, ემოციები
და კეთილი დასასრული...და დასაწყისი დასასრულისა...
        მომავალ შეხვედრამდე!  

суббота, 16 ноября 2013 г.

        სწავლების მეხუთე დღე
        დღევანდელი დღის თემაა -რეფლექსია,გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოსპრეზენტაცია,გავუზიარეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მოვახდინეთ უკუკავშირი, არის თუ არა ჩვენი ნამუშევრები  მოსწავლეზე ორიენტირებული,რამდენად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ინდიკატორებს.
      დავალება გვაქვს   რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს საგაკვეთილო პროცესზე/?

 ჩვენს მიერ შესრულებული ყველა დეტალი ჩვენი ტრენერის -
ქალბატონ დიანა მიქაძის დიდი დამსახურებაა.  მასთან ძალიან საინტერესო და ადვილია მუშაობა. ტრენინგზე არცერთი წუთი უქმად არ არის დაკარგული. ის ყოველთვის მზადაა გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, მოგვცეს რჩევები. . .

                          სწავლების მერვე დღე

 ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.
  • გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს;
  • მოვახდინეთ უკუკავშირი;
  • განვიხილეთ ფასილიტაცია;
  •   მართლაც დაუვიწყარი დღე იყო, სიახლეებითა და ემოციებით დატვირთული. როგორც ყოვლეთვის ნაყოფიერად ვიმუშავეთ პედაგოგებმა. მადლობა ჩვენ ტრენერს!
  •  
 


 

воскресенье, 10 ноября 2013 г.

                     სწავლების მეშვიდე  დღე
       დღევანდელი დღის თემა შეესაბამება სწორედ იმ სტრატეგიას, რომელიც ძალიან გვჭირდება .შეფასების რუბრიკით  ერთმანეთის ნამუშევრები შევაფასეთ,მოვიწონეთ და ...
   ყოჩაღ გოგოებოოოოოოოო და დიდი მადლობა დიანას!!!

      გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,სქემებს,მოსწავლეთა შეფასების სქემებს.


суббота, 9 ноября 2013 г.

                    სწავლების მეექვსე დღე
 მეექვსე  დღეს კი ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე,ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს .როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად. განვიხილეთ როგორ შეიძლება აზროვნების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით.