суббота, 26 октября 2013 г.


                         სწავლების პირველი დღე

        ყველა, ამ პროექტში მონაწილე მასწავლებელს გისურვებთ წარმატებებს !

    პირველ რიგში ძალიან გამიხარდა ის ,რომ ჩვენი ტრენერი ისევ დიანა მიქაძეა და ისევ დაგვეწყო გონებრივი ზრდა-განვითარება.ჩვენ ხომ ყველაფერში პიონერები ვართ.
        ტრენინგის პირველ დღეს გავიგე ბევრი ახალი რამ  პროექტების შესახებ. ყურადღება გავამახვილე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. ეს პროექტი ძალიან საინტერესო და შრომატევადია. გავიგეთ როგორ უნდა გვემუშავა პროექტზე და როგორ გაგვეკეთებინა მისი მონახაზი.გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევა.
      პროექტებით  სწავლება   არა მარტო პედაგოგებისთვის ,არამედ ბავშვებისთვის  და მათი მშობლებისთვისაც იქნება პროდუქტიული, საინტერესო და სახალისო.

2 комментария: